თავში

ბრიტანელი ქურდი ძარცვის დროს დათვრა და ჩაეძინა

ბრიტანელი ქურდი ძარცვის დროს დათვრა და ჩაეძინა
ბრიტანელი ქურდი ძარცვის დროს დათვრა და ჩაეძინა

ბრიტანეთში, ქალაქ ნიულინში, ალკოჰოლის საძებნელად ახალგაზრდა წყვილის სახლში შეპარულ ქურდს დანაშაულის ადგილზე ჩაეძინა.  ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Daily Mail წერს.

სახლის მეპატრონეებმა დამნაშავე საკუთარ საწოლში, მთვრალი იპოვეს.

როგორც გაირკვა, 47 წლის ლატვიელი ატის ელკსნიტი, ნიულინში ადგილობრივ პორტში სამუშაოდ ჩავიდა. როდესაც შეიტყო, რომ ნავსადგური დაკეტილი იყო, დალევა გადაწყვიტა, თუმცა სასმლის ფული არ ჰქონდა. ალკოჰოლის მოსაძებნად იგი ახლოს მდებარე სახლში შეიპარა, სასმელი დალია და იქვე დაიძინა.

როდესაც სახლის მეპატრონეებმა თავიანთ საწოლში ქურდი შენიშნეს  პოლიცია გამოიძახეს.

სამართალდამცველებმა მამაკაცი დააკავეს. ეჭვმიტანილმა დანაშაული აღიარა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system