თავში

ბრიტანელი მეცნიერები კარანტინის გაუქმების საფრთხეებზე საუბრობენ

ბრიტანელი მეცნიერები კარანტინის გაუქმების საფრთხეებზე საუბრობენ
ბრიტანელი მეცნიერები კარანტინის გაუქმების საფრთხეებზე საუბრობენ

მეცნიერების საკითხებში ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველების განცხადებით, ქვეყანაში COVID-19-ის ინფექცია კვლავ სწრაფი ტემპით ვრცელდება, რის გამოც საკარანტინო ზომების გაუქმება მიზანშეწონილი არ არის. ამის შესახებ Reuters იუწყება.

Wellcome Trust-ის დირექტორისა და  ბრიტანეთის საგანგებო სიტუაციების სამეცნიერო მრჩეველთა ჯგუფის წევრის, ჯერემი ფარარის განცხადებით, საკარანტინო ზომების მოსახსნელად კორონავირუსი ძალზედ სწრაფად ვრცელდება. მისი განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის გასაუქმებლად საჭიროა, რომ ტესტირება სრულად მუშაობდეს, მისი შედეგები სწრაფად იყოს ხელმისაწვდომი, ხოლო ინფექციის მაჩვენებელი დაბალი. 

ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სკოლის მეცნიერმა და ბრიტანეთის საგანგებო სიტუაციების სამეცნიერო მრჩეველთა ჯგუფის წევრმა, ჯონ ენდმუნდსმა განაცხადა, რომ საკარანტინო რეჟიმის გაუქმება "გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული" და შეზღუდვების გაუქმებას პოლიტიკურ გადაწყვეტილებად მიიჩნევს.

დიდ ბრიტანეთში კოროანვირუსით 271,222 პირია ინფიცირებული, გარდაცვლილთა რაოდენობა 38,161-ს აღემატება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system