თავში

ბრიტანელი მსახიობი კარანტინში მოათავსეს

ბრიტანელი მსახიობი კარანტინში მოათავსეს
ბრიტანელი მსახიობი კარანტინში მოათავსეს

სერიალის "Coronation Street-ის "მსახიობი, კორონავირუსის აღმოჩენის საშიშროების გამო, კარანტინში ორი კვირით გაგზავნეს. კონკრეტულად,, რომელ მსახიობს შეემთხვა ეს ყოველივე, არ საჯაროვდება. ამის შესახებ ინფორმაციას "Daily Mail" ავრცელებს.

პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ სერიალის ერთ-ერთ მთავარი როლის შემსრულებელს, საზღვარგარეთ გატარებული შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ სახლში დარჩენა სთხოვეს.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა, დიდ ბრიტანეთში 116-მდე გაიზარდა (5 მარტის მონაცემებით). COVID-19-ით პირველი დადასტურებული სიკვდილი ბერკშირის საავადმყოფოში დაფიქსირდა.

სატელევიზიო სერიალი "Coronation Street" ბრიტანული, ყველაზე  გრძელი საპნის ოპერაა. პირველი სერიები 1960 წლის დეკემბერში გავიდა. შოუ Weatherfield-ში მცხოვრებ ადამიანებზე მოუთხრობს მაყურებელს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system