თავში

ბრიტანელმა დეპუტატებმა ჯორჯ ფლოიდის ხსოვნას პატივი მიაგეს

​ბრიტანელმა დეპუტატებმა ჯორჯ ფლოიდის ხსოვნას პატივი მიაგეს
ბრიტანელმა დეპუტატებმა ჯორჯ ფლოიდის ხსოვნას პატივი მიაგეს

ბრიტანეთის პარლამენტის წევრებმა აშშ-ში პოლიციელების ქმედებების შედეგად გარდაცვლილი აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

"დილის 11 საათზე თემთა პალატის ოთხი კომიტეტი სხდომებს მართავდა და ყველამ წუთიერი დუმილი გამოაცხადა. ბრიტანეთის პარლამენტში რასიზმის ადგილი არ არის: ჩვენ ვთვლით, რომ შავკანიანების სიცოცხლეს აქვს მნიშვნელობა. ჩვენი საპარლამენტო საზოგადოება ჩვენს შავკანიან მეგობრებსა და კოლეგებს როგორც აქ, ასევე საზღვარგარეთ მხარს უჭერს", - ნათქვამია პარლამენტის განცხადებაში.

მინეაპოლისში პოლიციელებმა აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის დაკავებისას გადამეტებული ძალა გამოიყენეს და ეჭვმიტანილი გარდაიცვალა.

ჯორჯ ფლოიდის სიკვდილს მთელი აშშ-ის მასშტაბით ანტირასისტული საპროტესტო აქციები მოჰყვა. ხელისუფლებამ 40 ქალაქში, მათ შორის ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში, კომენდანტის საათი გამოაცხადა.

საქმესთან დაკავშირებით 4 პოლიციელი სამსახურიდან გაათავისუფლეს და მკვლელობასთან დაკავშირებით ბრალი წაუყენეს.

ჯორჯ ფლოიდის მკვლელობა აუტოფსიამ დაადასტურა.

ამ შემთხვევამდე მინეაპოლისში, განსხვავებით აშშ-ის უმეტესი შტატებისა, ეჭვმიტანილის მიმართ ყელის არეში შემბოჭავი ილეთის გამოყენება კანონით არ ითვლებოდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system