თავში

ბრიტანელმა დეპუტატმა ქალებმა მეგან მარკლს სოლიდარობა გამოუცხადეს

ბრიტანელმა დეპუტატმა ქალებმა მეგან მარკლს სოლიდარობა გამოუცხადეს
ბრიტანელმა დეპუტატმა ქალებმა მეგან მარკლს სოლიდარობა გამოუცხადეს

დიდი ბრიტანეთის საკანონმდებლო ორგანოს ქალმა წარმომადგენლებმა სასექსის ჰერცოგინიას, მეგან მარკლს სოლიდარობას უცხადებენ. საქმე ეხება ტაბლოიდური გამოცემების მიერ ჰერცოგინიას პირადი წერილის გამოქვეყნების საკითხს.

მხარდამჭერი წერილის შედგენის ორგანიზატორი „ლეიბორისტული“ პარტიის წარმომადგენელი, ჰოლი ლინჩია. მის მიერ გამოქვეყნებულ წერილს კი, 71 ქალი კანონმდებლის ხელმოწერა აქვს.

მისი თქმით, ქალი დეპუტატები, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, მეგან მარკლს ტაბლოიდური გამოცემების წინააღმდეგ ბრძოლაში.

"სოლიდარობა ეხება ჩვენი, ეროვნული გაზეთების მიერ თქვენზე დაწერილ მცდარ ინფორმაციაზე თქვენს წინააღმდეგობას“, – ნათქვამია კანონმდებლების ერთობლივ განცხადებაში.

რამდენიმე კვირის წინ, პრინცმა ჰარიმ და მისმა მეუღლემ, მეგან მარკლმა ბრიტანულ გამოცემა „Mail on Sunday-ს“ სასამართლოში უჩივლეს. მიზეზი სასექსის ჰერცოგინიას პირადი წერილის გამოქვეყნება გახდა, რომელიც გამოცემამ რამდენიმე თვის წინ გაასაჯაროვა. პრინც ჰარის განმარტებით, გამოქვეყნებული წერილის შინაარსი ისეთი ფორმით არის რედაქტირებული, რომ მკითხველს მის ავტორზე არასასურველ შთაბეჭდილებას უქმნის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system