თავში

ბრიტანელმა ჯეიმს ქეთჩელმა მსოფლიოს გიროკოპტერით შემოუფრინა

ბრიტანელმა ჯეიმს ქეთჩელმა
ბრიტანელმა ჯეიმს ქეთჩელმა მსოფლიოს გიროკოპტერით შემოუფრინა

ბრიტანელი ავანტიურისტი ჯეიმს ქეთჩელი პირველი ადამიანი გახდა, რომელმაც, მსოფლიოს გარშემო გიროკოპტერით იმოგზაურა. 24000 საზღვაო მილის გავლა ჯეიმსმა მინიატურული თვითმფრინავით მოახერხა. იგი კვირას, ინგლისში, ჰემპშირის აეროპორტში მისი გულშემატკივრების გარშემორტყმულ ასაფრენ ბილიკზე დაეშვა. 


37 წლის თვითმფრინავს მხოლოდ 700 საზღვაო მილის და 70 კვანძის მაქსიმალური სიჩქარე ჰქონდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მის მოგზაურობას თან რამდენიმე შეფერხებაც ახლდა.

ქეთჩელმა ევროპის ძირითად მიწებსა და რუსეთში, კანადასა და აშშ-ში იმოგზაურა. ასევე გადაუფრინა გრენლანდიას, ისლანდიას და ბოლოს ფარერის კუნძულებზე, შოტლანდიის ჩრდილოეთით გაჩერდა. 


„ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ბევრი საოცარი სანახაობა ვნახე. ალბათ, ფრენაში, ერთ-ერთი საუკეთესო სწორედ ესაა. ეს წარმოუდგენელი გრძნობაა და იმედი მაქვს, რომ მოვახერხე ჩემი გამოწვევის მიღწევა და ჩემმა მოგზაურობამ ძალიან ბევრი ადამიანი შთააგონა“,- განაცხადა ჯეიმს ქეთჩელმა.

გერიკოპტერი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც გიროპლანი ან აუტოგირო, არის პატარა ვერტმფრენის მსგავსი თვითმფრინავი, რომელსაც, მისი აფრენის პოზიციამდე პროპელერი უკანა მხარეს ეშვება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system