თავში

ბრიტანელმა ქალმა საოცნებო ქორწილისთვის სიმსივნის დიაგნოზი მოიგონა

ბრიტანელმა ქალმა საოცნებო ქორწილისთვის სიმსივნის დიაგნოზი მოიგონა
ბრიტანელმა ქალმა საოცნებო ქორწილისთვის სიმსივნის დიაგნოზი მოიგონა

საოცნებო ქორწილისთვის 29 წლის ინგლისელმა ქალბატონმა, ტონი სტენდენმა მეგობრებს უთხრა, რომ მას სიმსივნე ჰქონდა და მკურნალობისთვის თანხა სჭირდებოდა. მეტი დამაჯერებლობისთვის მან თავი გაიპარსა და ვიდეოები ჩაწერა, სადაც ის თავის დაავადებაზე საუბრობდა.

"კიბო შემომეპარა თავში, ძვლებში, ის ყველგან არის" - განაცხადა ქალმა.

შედეგად, სტენდენის მეგობრებმა 8,5 ათასი ფუნტის შეგროვება მოახერხეს და თანხა წყვილს გადასცეს. ახლად დაქორწინებულებმა თაფლობის თვე თურქეთში გაატარეს, თუმცა ტყუილი მალევე გამოაშკარავდა.

"მას "ოსკარის" მიღება შეეძლო, რადგან ის არაჩვეულებრივი მსახიობია. მან ყველა მოგვატყუა", - თქვა მისმა მეგობარმა.

თაღლითობის აღიარების შემდეგ, სტენდენს ციხე ემუქრება. ამასთან სასამართლომ, შესაძლოა, მას მოტყუებით შეგროვებული თანხის უკან დაბრუნებაც დააკისროს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system