თავში

ბრიტანელმა, შემთხვევით, 287 მილიონი დოლარის ბიტკოინი გადაყარა

​ბრიტანელმა, შემთხვევით, 287 მილიონი დოლარის ბიტკოინი გადაყარა
ბრიტანელმა, შემთხვევით, 287 მილიონი დოლარის ბიტკოინი გადაყარა

დიდი ბრიტანეთის ქალაქ ნიუპორტის მკვიდრმა ჯეიმს ჰოუელსმა შემთხვევით მყარი დისკი გადააგდო, რომელზეც 210 მილიონი ფუნტის ( 287 მილიონი დოლარი) ღირებულების ბიტკოინები იყო. ჰოულესი დისკს ეძებს. მპოვნელი კრიპტოვალურის ღირებულების 25%-ით დაჯილდოვდება.

ჯეიმს ჰოუელსმა 7,5 ათასი ბიტკოინი ძალიან იაფად, ფაქტობრივად უფასოდ, 2009 წელს შეიძინა. 2013 წელს ოფისის დალაგებისას მან შემთხვევით ის მყარი დისკი გადააგდო, რომელზეც ბიტკოინები ინახებოდა. იმ დროისთვის ბიტკოინების ღირებულება უკვე 7,5 მილიონი დოლარი იყო. მას შემდეგ კრიპტოვალუტის ფასმა კიდევ უფრო აიწია. 

მას შემდეგ ჰოუელსმა ქალაქის ადმინისტრაციას ნაგავსაყრელზე ძებნის ნებართვის თხოვნით არა ერთხელ მიმართა, თუმცა ყოველ ჯერზე უარი მიიღო. 

ჰოუელსი მზად არის ამ ნებართვის სანაცვლოდ კრიპტოვალუტის ღირებულების 25% გადაიხადოს, რაც დაახლოებით 52,5 მილიონი ფუნტია, თუმცა ქალაქის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ნაგავსაყრელზე სამძებრო სამუშაოები გარემოს ზიანს მიაყენებს, ამასთანავე ის რამდენიმე მილიონი დაჯდება და გარანტია იმისა, რომ დისკს იპოვიან და ის იმუშავებს - არ არის. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system