თავში

ბრიტანეთი 50 წელს გადაცილებულებს ვაქცინის მესამე დოზას შესთავაზებს

ბრიტანეთი 50 წელს გადაცილებულებს ვაქცინის მესამე დოზას შესთავაზებს
ბრიტანეთი 50 წელს გადაცილებულებს ვაქცინის მესამე დოზას შესთავაზებს

დიდ ბრიტანეთში 50 წელს ზემოთ ასაკის ადამიანებს შემოდგომაზე კორონავირუსის ვაქცინის მესამე დოზას შესთავაზებენ. ინფორმაციას ამის შესახებ The Times ავრცელებს.

აღინიშნა, რომ ხელისუფლებამ ასეთი ნაბიჯის გადადგმა იმისთვის გადაწყვიტა, რომ საშობაო არდადეგების დაწყებამდე ქვეყანაში კორონავირუსის საფრთხე მთლიანად აღმოფხვრილი იყოს.

გამოცემის ცნობით, ბრიტანეთი COVID-19-თან გამკლავებას ორი გზით აპირებს. 

ბრიტანელები კორონავირუსის საწინააღმდეგო, Pfizer-BioNTech-ის, Oxford-AstraZeneca-სა ან Moderna-ს ვაქცინის მესამე დოზით აიცრებიან.

ასევე, ბრიტანელი მეცნიერები განიხილავენ არსებული ვაქცინების შეცვლის ვარიანტს, რათა  კორონავირუსის ახალ ვარიანტებს ეფექტურად გაუმკლავდნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system