თავში

ბრიტანეთი 70 წელს მიღწეულ პირებს 4 თვიანი თვითიზოლაციისკენ მოუწოდებს

ბრიტანეთი 70 წელს მიღწეულ პირებს 4 თვიანი თვითიზოლაციისკენ მოუწოდებს
ბრიტანეთი 70 წელს მიღწეულ პირებს 4 თვიანი თვითიზოლაციისკენ მოუწოდებს

დიდი ბრიტანეთი უახლოესი კვირის განმავლობაში ხანდაზმულ ადამიანებს იზოლაციაში გადაიყვანს, ხოლო ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულ პირებს კარანტინის ზონაში განათავსებს.

ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივნის, მეთ ჰენქოქის განცხადებით, 70 წელს მიღწეულმა პირებმა კორონავირუსისგან თავი თვითიზოლაციით უნდა დაიცვან და ხანდაზმულ მოქალაქეებს 4 თვის განმავლობაში სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.

როგორც სააგენტო აღნიშნავს, დიდ ბრიტანეთს ევროპის ქვეყნებისაგან განსხვავებით, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში, მკაფიოდ განსხვავებული მიდგომა აქვს.

ბოლო მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით კიდევ 232 ადამიანი დაინფიცირდა, რითაც დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 1,372-მდე გაიზარდა. გასული დღის განმავლობაში გარდაიცვალა 14 ადამიანი, ბრიტანეთში პანდემიამ ჯამში 35 ადამიანი იმსხვერპლა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system