თავში

ბრიტანეთი არალეგალი მიგრანტების ვაქცინაციას გეგმავს

​ბრიტანეთი არალეგალი მიგრანტების ვაქცინაციას გეგმავს
ბრიტანეთი არალეგალი მიგრანტების ვაქცინაციას გეგმავს

არალეგალ მიგრანტების ვაქცინაციისთვის ამნისტია გამოცხადდება. ამის შესახებ Daily Mail საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

მედიის ცნობით, ამ გზით ბრიტანეთის ხელისუფლებას კოლექტიური იმუნიტეტის მალე მიღწევა და დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება სურს.

ამასთან, ოფიციალური პირები ხაზს უსვამენ, რომ არალეგალი მიგრანტები ვაქცინაციას სხვა უფლებების მისაღებად ვერ გამოიყენებენ.

გამოცემა განმარტავს, რომ თერაპევტთან რეგისტრაციის მომენტიდან ვაქცინაციის დასრულებამდე შინაგან საქმეთა სამინისტრო ბრიტანეთის ტერიტორიაზე უკანონოდ მყოფი ადამიანების მიმართ არანაირ ქმედებას არ მოიმოქმედებს.

ცნობისთვის, ოფიციალური სტატისტიკა "დაურეგულირებელი სტატუსით" დიდი ბრიტანეთში მყოფი ადამიანების შესახებ არ არსებობს, არაოფიციალური შეფასებით კი ეს ციფრი 1,3 მილიონ ადამიანს აღწევს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system