თავში

ბრიტანეთი და ევროკავშირი "ბრექსიტის“ მოლაპარაკებების გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ

ბრიტანეთი და ევროკავშირი "ბრექსიტის“ მოლაპარაკებების გაივებაზე შეთანხ
ბრიტანეთი და ევროკავშირი ბრექსიტის“ მოლაპარაკებების გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი შეთანხმდნენ, რომ "ბრექსიტის" შემდგომი ეკონომიკური შეთანხმების მიღწევის ვადას, რომელიც დღეს იწურება, კვლავ გაახანგრძლივებენ. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian იუწყება. 

”მოლაპარაკებების ჯგუფები ბოლო დღეების განმავლობაში დღე და ღამე მუშაობდნენ. მიუხედავად თითქმის ერთწლიანი მოლაპარაკებებისა ვადა რამდენჯერმე გადაიწია ვფიქრობთ, რომ ამ ეტაპზე შეთანხმების მისაღწევად ყველა ხერხის გამოყენება პასუხისმგებლიანი მიდგომაა", - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. 

წყაროების ცნობით, მხარეები ოთხშაბათს გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ მოლაპარაკებებს მიმდინარე კვირის ბოლოს დაასრულებდნენ, თუმცა შეთანხმების მიღწევა შეუძლებელი აღმოჩნდა, რადგან ლონდონისთვის ბრიუსელის მიერ შეთავაზებული პირობები მიუღებელია.

გამოცემის ცნობით, ამ ეტაპისათვის მხარეები შეთანხმდნენ, რომ საბოლოო შეთანხმების მისაღწევად მოლაპარაკებებს კვლავ განაგრძობენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system