თავში

ბრიტანეთი და სამხრეთ კორეა ვაქცინების გაცვლაზე შეთანხმდნენ

​ბრიტანეთი და სამხრეთ კორეა ვაქცინების გაცვლაზე შეთანხმდნენ
ბრიტანეთი და სამხრეთ კორეა ვაქცინების გაცვლაზე შეთანხმდნენ

დიდი ბრიტანეთისა და სამხრეთ კორეის მთავრობები კორონავირუსის საწინააღმდეგო 1 მილიონზე მეტი დოზის გაცვლაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

დიდი ბრიტანეთი უახლოეს კვირებში კორეაში Pfizer-ის ვაქცინების პირველ პარტიას გაგზავნის, ის კი, თავის მხრივ, წლის ბოლოსთვის იმავე რაოდენობას დაუბრუნებს.

საუბარია COVID-ვაქცინების მოცულობაზე, რომელიც ბრიტანეთს ჯერჯერობით არ სჭირდება, მაგრამ მათი გამოყენება უფრო სწრაფად სამხრეთ კორეაშია შესაძლებელი.

”ჩვენ მჭიდროდ ვმუშაობთ ჩვენს მეგობრებთან სამხრეთ კორეაში და ეს გაცვლა არ იმოქმედებს გაერთიანებული სამეფოს ვაქცინაციის პროგრამაზე,” - განაცხადა გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის მინისტრმა საჯიდ ჯავიდმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system