თავში

ბრიტანეთი ევროკავშირს ტოვებს

​ბრიტანეთი ევროკავშირს ტოვებს
ბრიტანეთი ევროკავშირს ტოვებს

ევროკავშირიდან გაერთიანებული სამეფოს გასვლის (Brexit) შემდეგ გარდამავალი პერიოდი დასრულებულია, მხარეებს შორის თანამშრომლობისა და ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა.

Brexit–ის შემდეგ გარდამავალი პერიოდი, რომელიც 11 თვე გაგრძელდა, ოფიციალურად 2021 წლის 1 იანვრის შუაღამისას (თბილისის დროით 03:00 საათზე) დასრულდა. დიდმა ბრიტანეთმა ერთიანი ბაზარი და ევროკავშირის საბაჟო კავშირი საბოლოოდ დატოვა, თუმცა მხარეები გადასახადებისა და კვოტების გარეშე თავისუფალ ვაჭრობას განაგრძობენ.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ბრიტანეთის ხელისუფლება და ევროკავშირის წარმომადგენლები გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გასვლის ფარგლებში სავაჭრო გარიგების პირობებზე შეთანხმდნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system