თავში

ბრიტანეთი ჯანმო-ს დაფინანსებას 30%-ით გაზრდის

ბრიტანეთი ჯანმო-ს დაფინანსებას 30%-ით გაზრდის
ბრიტანეთი ჯანმო-ს დაფინანსებას 30%-ით გაზრდის

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა პირობა დადო, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) დაფინანსებას 30% -ით გაზრდის. Reuters–ის ცნობით, ოთხი წლის განმავლობაში სამეფო 433,23 მილიონ დოლარს გამოყოფს ორგანიზაციის დასაფინანსებლად. 

გამოცემის ინფორმაციით,  პრემიერ-მინისტრმა გლობალური ჯანდაცვის სისტემაში რეფორმების საჭიროების შესახებაც ისაუბრა. 

”COVID–სთან ცხრათვიანი ბრძოლის შემდეგ, საერთაშორისო საზოგადოების ცნება ეჭვის ქვეშ დგას... თუ ჩვენ არ გავერთიანდებით და ჩვენი საერთო მტრის წინააღმდეგ ცეცხლს არ მივმართავთ, ყველანი წავაგებთ. ამიტომ ახლა დროა... კაცობრიობამ საზღვრებს გადააბიჯოს და არსებული განხეთქილებები გამოასწოროს”, - განაცხადა ჯონსონმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაში სიტყვით გამოსვლისას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system