თავში

ბრიტანეთი კორონავირუსის გავრცელებით ლიდერობს

​ბრიტანეთი კორონავირუსის გავრცელებით ლიდერობს
ბრიტანეთი კორონავირუსის გავრცელებით ლიდერობს

2 ოქტომბრის მონაცემებით მსოფლიოში დღე-ღამეში კორონავირუსის 303 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ყველაზე მეტი კი ბრიტანეთში, თურქეთსა და აშშ-ში. ასეთია Worldometers-ის ცნობები.

ბრიტანეთში COVID-19-ის 30 000 -ზე მეტი, თურქეთში 27 000 -ზე მეტი და შეერთებულ შტატებში 26 000 -ზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

რეიტინგში პაციენტების რაოდენობის მიხედვით შემდეგი რუსეთი და ინდოეთია.

4 ოქტომბრის დილის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 235,730,316 შემთხვევა დაფიქსირდა.

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის პანდემიას ჯამში 4,816,122 ადამიანი ემსხვერპლა. ხოლო 212,608,913 გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით ლიდერები არიან: ამერიკის შეერთებული შტატები (44,518,437), ინდოეთი (33,834,702) და ბრაზილია (21,468,121).

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system