თავში

ბრიტანეთი შავ ზღვაში ორ სამხედრო ხომალდს გზავნის

ბრიტანეთი შავ ზღვაში ორ სამხედრო ხომალდს გზავნის
ბრიტანეთი შავ ზღვაში ორ სამხედრო ხომალდს გზავნის
© Reuters

აღმოსავლეთ უკრაინაში დაძაბულობის ფონზე, კიევის მხარდასაჭერად, ლონდონი შავ ზღვაში სამეფო საზღვაო ფლოტის ორ ხომალდს გზავნის. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters სანდო  წყაროებზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ცნობით, საუბარია 45-ის ტიპის გამანადგურებელზე, რომელიც შეიარაღებულია საზენიტო რაკეტებით და 23-ის ტიპის წყალქვეშა ფრეგატით. ორივე ხომალდი შავი ზღვის მიმართულებით, ბოსფორის სრუტის გავლით, მაისში გაემგზავრება. 

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ამ ფორმით დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება უკრაინას მხარდაჭერას და სოლიდარობას უცხადებს. აღსანიშნავია, რომ დიდმა ბრიტანეთმა ხომალდების შავ ზღვაში გაგზავნის გადაწყვეტილება ჯო ბაიდენის განცხადების შემდეგ მიიღო.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა შავ ზღვაში შეერთებული შტატების საზღვაო ძალების ორი ხომალდის გაშვება გააუქმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system