თავში

ბრიტანეთი ტომ კრუზს გადასაღებ მოედანზე დაბრუნებას სთხოვს

ბრიტანეთი ტომ კრუზს გადასაღებ მოედანზე დაბრუნებას სთხოვს
ბრიტანეთი ტომ კრუზს გადასაღებ მოედანზე დაბრუნებას სთხოვს

მძაფრსიუჟეტიანი ფილმის "შეუსრულებელია მისია 7" გადაღებები, შესაძლოა, უახლოეს მომავალში განახლდეს. დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ საკარანტინო ზომების შემსუბუქება დაიწყო. ამის შესახებ ქვეყნის კულტურის სამინისტროზე დაყრდნობით გამოცემა The Hollywood Reporter წერს.

უწყების მინისტრის, ოლივერ დოუდენის თქმით, ისინი ტომ კრუზს უკვე დაუკავშირდნენ და უსაფრთხოების პროტოკოლში ცვლილებების შესახებ პირადად აუწყეს. კერძოდ, გადამღები ჯგუფის გარკვეული წევრები ქვეყანაში ჩასვლისას აუცილებელ 14-დღიან კარანტინს არ გაივლიან.

"ყველაზე მასშტაბური ბლოკბასტერები და მაღალი კლასის შოუები დიდ ბრიტანეთში კეთდება. ჩვენი მხატვრული პოტენციალი, გამოცდილება და შესაბამისი დარგებისთვის ხელსაყრელი საგადასახადო შეღავათები ნიშნავს, რომ ჩვენ მოთხოვნად ლოკაციად ვრჩებით, რაც ჩვენი ეკონომიკისთვის დიდი სტიმულია. ჩვენ გვსურს, ინდუსტრია ნორმაში მოვიდეს და რამდენიმე წამყვანი მსახიობისა და გადამღები ჯგუფის წევრის კარანტინისგან გათავისუფლება იმის დადასტურებაა, რომ ჩვენ უსაფრთხო გარემოში კამერების ისევ ამუშავებისკენ ვისწრაფვით. ეს დიდი ხნის ნანატრი სიახლე არა მხოლოდ კინოს მოყვარულებისთვის, არამედ კინოინდუსტრიაში ათასობით დასაქმებულისთვის", - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system