თავში

ბრიტანეთი ვაქცინაციის ტემპით მსოფლიოში მე-4 ადგილზეა

​ბრიტანეთი ვაქცინაციის ტემპით მსოფლიოში მე-4 ადგილზეა
ბრიტანეთი ვაქცინაციის ტემპით მსოფლიოში მე-4 ადგილზეა

დიდი ბრიტანეთში ვაქცინის წარმოებისა და ვაქცინაციის პროცესი იმ ტემპებით ვერ მიმდინარეობს, როგორსაც მოელოდნენ. ვაქცინის გავრცელების საკითხებში მინისტრის ნადჰიმ ზავაჰის განცხადებით, ეს Pfizer-ის წარმოებაში ცვლილებითა და AstraZeneca-ს პროდუქციის მოწოდებაში მცირე შეფერხებით არის გამოწვეული.

დიდი ბრიტანეთი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობით მსოფლიოში მე-5 ადგილზეა. ის დიდ სახელმწიფოთა შორის ვაქცინაციაში ლიდერის პოზიციის დაკავებას, პანდემიიდან გამოსვლას და ეკონომიკის ამ გზით აღდგენას ცდილობს.

დიდი ბრიტანეთში ვაქცინის პირველი დოზა უკვე გაუკეთდა 3 857 266-ს და მეორედ აიცრა 449 736 ადამიანი. ვაქცინაციის ტემპის თვალსაზრისით დიდი ბრიტანეთი მე-4 ადგილს იკავებს ისრაელის, არაბეთის გაერთიანებული საემიროებისა და ბაჰრეინის შემდეგ.

მინისტრის განცხადებით ბრიტანეთი AstraZeneca-ს 2 მილიონ დოზა ვაქცინას მიიღებს, თუმცა ეს ვერ მოხდება თებერვლის შუა რიცხვებამდე.

რაც შეეხება Pfizer-ის ვაქცინას, ის დროებით შეაჩერებს პროდუქციის მიწოდებას ევროპაში და წარმოების მოდერნიზების შემდეგ მიწოდების პროცესი ისევ განახლდება.

დიდი ბრიტანეთში დღეს წუთში 140 ადამიანს ცრიან. პირველ ეტაპზე ასაკოვანი და მოწყვლადი ჯგუფების, მათ შორის ექიმებისა და სახელმწიფო მოღვაწეების იმუნიზაცია ხდება, შემდეგ კი მოსახლეობის დანარჩენი ფენების აცრა დაიწყება. მას შემდეგ, რაც 50 წელს გადაცილებული ადამიანების ვაქცინაცია დაიწყება, პრიორიტეტულ ჯგუფში პედაგოგები, პოლიცია და მაღაზიებისა და სუპერმარკეტების თანამშრომლები მოხვდებიან. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system