თავში

ბრიტანეთის ბენზინგასამართ სადგურებზე პანიკაა

​ბრიტანეთის ბენზინგასამართ სადგურებზე პანიკაა
ბრიტანეთის ბენზინგასამართ სადგურებზე პანიკაა

დიდი ბრიტანეთის მთავრობა განიხილავს ვარიანტს, რომლის მიხედვით საწვავით მომარაგების პროცესში, შესაძლოა, სამხედროები ჩაერთონ, რადგან ბენზინგასამართი სადგურების მარაგების 90%-მდე ამოწურულია. ინფორმაციას The Times ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ჯარის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას პრემიერ მინისტრი ბორის-ჯონსონი დღეს მიიღებს.
გაზეთის თანახმად, პრემიერ მინისტრი ბორის ჯონსონი დღეს სამხედრო მძღოლები, სავარაუდოდ, ბენზინის ავზებს ტერმინალებიდან ბენზინგასამართ სადგურებამდე გადაზიდავენ.

რამდენიმე დღეა ზედიზედ, ბენზინგასამართ სადგურებზე გრძელი რიგები და საწვავის პანიკური ყიდვა შეინიშნება. პრობლემა იმ მძღოლების სიმცირის გამო წარმოიშვა, რომლებსაც საწვავი დიდი ტერმინალებიდან მიჰქონდათ.

მთავრობის მაღალჩინოსნებმა განაცხადეს, რომ უცხოელი მძღოლებისთვის ვიზების გაცემას, შესაძლოა, ორი კვირა დასჭირდეს. მინისტრთა კაბინეტის ზოგიერთი წევრი შეშფოთებულია იმით, რომ ევროპაში სატვირთო მანქანების მძღოლების სიმცირის გამო, სატვირთო ავტომობილის ჩამოსული მძღოლების რაოდენობა იმაზე ნაკლები, ვიდრე საჭიროა.

ამასთან, ბრიტანეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ საწვავის პრობლემა არ არის, ერთადერთი ხარვეზი საწვავის სადგურებამდე მიტანაა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system