თავში

ბრიტანეთის დედოფალს მომსახურე პერსონალი აუჯანყდა - PHOTO

​ბრიტანეთის დედოფალს მომსახურე პერსონალი აუჯანყდა
ბრიტანეთის დედოფალს მომსახურე პერსონალი აუჯანყდა - PHOTO

დიდი ბრიტანეთის დედოფალს, შესაძლოა, შობის გატარება არა ტრადიციულად სანდრინგჰემის სასახლეში, ნორფოლკში, არამედ უინძორების სასახლეში, საზაფხულო რეზიდენციაში მოუწიოს. თუ ასე მოხდება, ეს პირველი შემთხვევა იქნება ბოლო 33 წლის განმავლობაში. ინფორმაციას  Mirror  ავრცელებს.

დედოფლის საშობაო გეგმების დარღვევის მიზეზი სასახლის მომსახურე პერსონალის პროტესტი გახდა. ტრადიციულ ინგლისში შობას ყველა საკუთარ ოჯახთან ერთად ატარებს. კორონავირუსის პანდემიის პირობებში საშობაოდ სანდრინგჰემის სასახლეში წასვლა, იქ ოთხი კვირით დარჩენას და შობის ოჯახიდან შორს გატარებას ნიშნავს, რასაც მომსახურე პერსონალი კატეგორიულად არ ეთანხმება.

გავრცელებული ინფორმაციით, პერსონალის ასეთმა განწყობამ დედოფალი აღაშფოთა. მათთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა, ისინი, სავარაუდოდ გადაწყვეტილებას არ შეცვლიან. 

კორონაპანდემიისა და მკაცრი რეგულაციების გამო დედოფალმა სანდრინგჰემის სასახლეში წასვლა ვერც ზაფხულში შეძლო. მას და პრინც ფილიპს თვეების გატარება იზოლაციაში, უინძორების სასახლეში მოუწიათ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system