თავში

ბრიტანეთის ელჩი ირანში დაბრუნდა

​ბრიტანეთის ელჩი ირანში დაბრუნდა
ბრიტანეთის ელჩი ირანში დაბრუნდა

ბრიტანეთის ელჩი ირანში დაბრუნდა. რობ მაქეირიმ ლონდონში სამი კვირა გაატარა მას შემდეგ, რაც ირანის უსაფრთხოების ძალებმა ის დააკავეს, შემდეგ კი გაათავისუფლეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო "Reuters" ავრცელებს.

მაქეირმა Instagram-ში ვიდეო გაავრცელა, სადაც სპარსულ ენაზე განაცხადა, რომ ბრიტანეთში მისი მოგზაურობა გარკვეული პერიოდის წინ დაიგეგმა. ლონდონში ის საგარეო საქმეთა მინისტრს, დომინიკ რააბს შეხვდა. მაქეირმა დაამატა, რომ თეირანში დაბრუნდა. 

ბრიტანეთის ელჩი, რობერტ მაკარი თეირანში გამართულ აქციაზე 12 იანვარს დააკავეს. ელჩი 15 წუთის შემდეგ გაათავისუფლეს, მას შემდეგ, რაც მისი ვინაობა დადგინდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system