თავში

ბრიტანეთის ჯანდაცვა სკოლებში COVID-19-ის გავრცელებას შეისწავლის

ბრიტანეთის ჯანდაცვა სკოლებში COVID-19-ის გავრცელებას შეისწავლის
ბრიტანეთის ჯანდაცვა სკოლებში COVID-19-ის გავრცელებას შეისწავლის

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტმა სკოლებში კორონავირუსის გავრცელების საკითხის შესწავლა დაიწყო.

კვლევაში ბრიტანეთის 100 სკოლა მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის 15 ლონდონიდან. სპეციალისტები თითოეული სასწავლებლის 200 მოსწავლისა და პერსონალის მონაცემებს შეამოწმებენ.

კვლევაში მონაწილე პირებმა არდადეგების დაწყებამდე ცხვირ-ხახიდან ნაცხი და ანტისხეულებზე ანალიზი უნდა ჩააბარონ.

ბრიტანეთის ჯანდაცვისა და სოციალური დეპარტამენტის განცხადებით, ბავშვებში კორონავირუსი ძირითადად უსიმპტომოდ მიმდინარეობდა.. მიმდინარე კვლევამ უნდა დაადგინოს, რამდენად სწრაფად ხდებოდა მათ შორის ვირუსის გადაცემა.

შედეგები მიმდინარე ზაფხულში გამოქვეყნდება. სპეციალისტების ვარაუდით, მან მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს ვირუსის ფართო ეპიდემიოლოგიურ კვლევაში. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, შემოდგომაზე, სკოლები უფრო მომზადებულები შეხვდებიან ახალ სასწავლო პროცესს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system