თავში

ბრიტანეთის ხელისუფლება "ნეპალური შტამის" გამო შეშფოთებულია

ბრიტანეთის ხელისუფლება "ნეპალური შტამის" გამო შეშფოთებულია
ბრიტანეთის ხელისუფლება ნეპალური შტამის გამო შეშფოთებულია

დიდმა ბრიტანეთმა "ნეპალური შტამის" გამო რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის პორტუგალია "უსაფრთხო ქვეყნების" სიიდან ამოიღო. ამის შესახებ New York Post წერს.

ბრიტანეთის ტრანსპორტის მდივანმა, გრანტ შპასმა განაცხადა, რომ მისთვის უმთავრეს პრიორიტეტს ბრიტანელების ჯანდაცვა და უსაფრთხოება წარმოადგენს.

” მინდა ხალხთან სწორი ვიყო. სინამდვილეში  გადაწყვეტილების მიღება რთულია. 

პორტუგალიაში ჩატარებული კვლევის თანახმად კორონავირუსის დადებითი მაჩვენებელი თითქმის გაორმაგდა. პორტუგალიაში ასევე გამოვლენილია ე.წ. "ნეპალური მუტაციაც", - განაცხადა გრანტ შპასმა.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ისინი კორონავირუსის "ნეპალურ შტამს" არ ცნობენ. ზოგადად, ორგანიზაცია თავს არიდებს შტამების იდენტიფიცირებას იმ ქვეყნების მიხედვით, სადაც ისინი პირველად აღმოაჩინეს.

მაგრამ, ინგლისის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრმა BBC-ს განუცხადა, რომ ახალი შტამი K417N-ის სახელით არის ცნობილი. 

”ეს ვარიანტი მრავალ ქვეყანაში გვხვდება, მათ შორის მცირე რაოდენობით შემთხვევებია დიდ ბრიტანეთშიც", - აცხადებენ ინგლისის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system