თავში

ბრიტანეთის მთავრობამ სტუდენტთა გაცვლის ახალი საერთაშორისო პროგრამა წარადგინა

ბრიტანეთის მთავრობამ სტუდენტთა გაცვლის ახალი საერთაშორისო პროგრამა წა
ბრიტანეთის მთავრობამ სტუდენტთა გაცვლის ახალი საერთაშორისო პროგრამა წარადგინა

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ სტუდენტთა გაცვლის ახალი საერთაშორისო პროგრამა წარადგინა, რომელიც 31 დეკემბრიდან ამოქმედდება, მას შემდეგ, რაც Brexit-ის შემდგომი გარდამავალი პერიოდი დასრულდება. ამის შესახებ განცხადებას გაერთიანებული სამეფოს განათლების დეპარტამენტი აქვეყნებს.

სტუდენტთა გაცვლის ახალი პროგრამა, სახელწოდებით Turing scheme, Erasmus-ის საერთაშორისო პროგრამას ჩაანაცვლებს. 

ბრიტანეთის მთავრობამ 24 დეკემბერს განაცხადა, რომ ევროკავშირის დატოვების შემდეგ, Erasmus-ის პროგრამაშიც არ ჩაერთვება. ბრიტანეთის ხელისუფლებამ მათი ნაბიჯი Erasmus-ის პროგრამის ძალიან მაღალი ხარჯებით ახსნა.

დიდი ბრიტანეთის მთავრობა Turing scheme-ის სტუდენტთა გაცვლის საერთაშორისო პროგრამის დასაფინანსებლად 2021 წლისთვის 100 მილიონ გირვანქა სტერლინგს გამოყოფს. ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ახალი გაცვლითი პროგრამით უცხოეთში სასწავლებლად დაახლოებით 35 ათასი ბრიტანელი სტუდენტი გაემგზავრება.

შეგახსენებთ, 2020 წლის 31 იანვარს დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი დატოვა. ბრექსიტის შეთანხმების თანახმად, ქვეყანა ვალდებულია ისევ დაემორჩილოს ევროკავშირის კანონებს, თუმცა მათ მიღებაზე აღარანაირი გავლენა აღარ აქვს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system