თავში

ბრიტანეთის პარლამენტი პრემიერს დაკითხავს

​ბრიტანეთის პარლამენტი პრემიერს დაკითხავს
ბრიტანეთის პარლამენტი პრემიერს დაკითხავს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი დღეს პარლამენტში წარდგება და ახსნა-განმარტებას მისცემს წვეულებასთან დაკავშირებით, რომელიც დაუნინგ-სტრიტის სამთავრობო რეზიდენციაში 2020 წლის მაისში, პირველი "ლოქდაუნის" დროს გაიმართა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

"ჯონსონი დღეს წარდგება პარლამენტის წინაშე და ერთადერთი კითხვა, რომელიც დეპუტატებს ამჟამად აინტერესებთ, არის - იყო თუ არა ის წვეულებაზე, სადაც სასმელებიც იყო“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მანამდე ოპოზიციურმა პარლამენტარებმა და ჯონსონის კონსერვატიული პარტიის ზოგიერთმა დეპუტატმა პრემიერ-მინისტრს გადადგომისკენ მოუწოდა, თუ დადასტურდება, რომ მან მთავრობის მიერ დაწესებული მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები დაარღვია.

ჯონსონი ჯერჯერობით არ ამბობს, ესწრებოდა თუ არა წვეულებას 2020 წლის 20 მაისს.

მედიის ცნობით, ჯონსონი და მისი პარტნიორი კერი სხვა სამთავრობო ჩინოვნიკებთან ერთად დაუნინგ-სტრიტზე გამართულ წვეულებაზე დააფიქსირეს. მოსაწვევები ჯონსონის პირადმა მდივანმა, მარტინ რეინოლდსმა გააგზავნა. წვეულებაზე სულ 40-მდე ადამიანი იყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system