თავში

ბრიტანეთის პარლამენტში აზერბაიჯანის მხარდამჭერი რეზოლუცია შევიდა 

ბრიტანეთის პარლამენტში აზერბაიჯანის მხარდამჭერი რეზოლუცია შევიდა 
ბრიტანეთის პარლამენტში აზერბაიჯანის მხარდამჭერი რეზოლუცია შევიდა 

ბრიტანეთის პარლამენტში ყარაბაღიდან სომხური სამხედრო ძალების გაყვანის რეზოლუცია შევიდა. დოკუმენტის ინიციატორი ბრიტანეთის აზერბაიჯანთან მეგობრობის ჯგუფის წარმომადგენელი ბობ ბლექმენია. რეზოლუციაში ნათქვამია, რომ სომხეთმა 2020 წლის 27 სექტემბერს მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანის ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია მოახდინა და მას შემდეგ დაძაბულობის ესკალაციას უწყობს ხელს.

"თემთა პალატა გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლებას მოუწოდებს, დაგმოს სომხეთი 1994 წელს ხელმოწერილი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების უხეში დარღვევისა და ასევე, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების პოზიციებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვილკალიბრიანი იარაღით, ნაღმმტყორცნითა და არტილერიით ინტენსიური დაბომბვის გამო. ასევე მოუწოდებს მთავრობას, გაეროს უშიშროების საბჭოს 1993 წლის რეზოლუციების თანახმად, აზერბაიჯანის უკანონო ოკუპირებული ტერიტორიებიდან სომხეთის შეიარაღებული ძალების გაყვანა მოითხოვოს",- ნათქვამია რეზოლუციაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system