თავში

ბრიტანეთის პოლიციამ 39 ცხედრის ვინაობა დაასახელა

ბრიტანეთის პოლიციამ 39 ცხედრის ვინაობა დაასახელა

ბრიტანეთის პოლიციამ, ლონდონის მახლობლად, სატვირთო მანქანის უკანა ნაწილში ნაპოვნი 39 დაღუპული ვიეტნამელის ვინაობა გაასაჯაროვა. ცხედრების გადასვენებასთან დაკავშირებით კი ვიეტნამის მთავრობასთან მოლაპარაკებები დაიწყო.

”ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია და ჩვენი გუნდი ცდილობს, იმ შეშფოთებულ ოჯახებს გასცეს პასუხები, რომლებიც შიშობენ, რომ მათი საყვარელი ადამიანი, შეიძლება, იმ ადამიანების სიაში იყოს, ვისი ტრაგიკული მოგზაურობაც ჩვენს სანაპიროებზე დასრულდა,” - განაცხადა ესექსის პოლიციის მთავარმა თანაშემწემ ტიმ სმიტმა.

ლონდონთან აღმოჩენილი 39 ადამიანი წარმოშობით ვიეტნამელი იყო.

ბრიტანულმა პოლიციამ ლონდონთან აღმოჩენილი 39 ცხედრის ფორმალური იდენტიფიკაცია გუშინ დაასრულა.

ვიეტნამის პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა, რომელებიც ლონდონის მახლობლად 39 ცხედრის აღმოჩენის საქმესთან კავშირში არიან ეჭვმიტანილნი.

ბრიტანეთის პოლიციამ სასექსის საგრაფოში, ქალაქ გრეისში, ინდუსტრიული პარკის ტერიტორიაზე სატვირთო ავტომობილში 39 ცხედარი 23 ოქტომბერს აღმოაჩინა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. 25 წლის მძღოლი ჩრდილოეთ ირლანდიიდან, მო რობინსონი დაკავებულია.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები