
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი დედოფალს, ელისაბედ მეორეს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო "Reuters" ავრცელებს.
ბორის ჯონსონი ბუკინგემის სასახლეში მივიდა, რათა დედოფალს წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების შესახებ ფორმალურად აცნობოს და ქვეყნის პარლამენტის დათხოვნის შესახებ ნებართვა მიიღოს.
დღეს დიდ ბრიტანეთში წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო.
რიგგარეშე არჩევნები კი 12 დეკემბერს დაინიშნა. ქვეყნის ახალი მოწვევის საკანონმდებლო ორგანო პირველ სხდომას 16 დეკემბერს გამართავს.