თავში

ბრიტანეთის სამეფო ოჯახი უმცირესობების მიმართ პოლიტიკას გადახედავს

​ბრიტანეთის სამეფო ოჯახი უმცირესობების მიმართ პოლიტიკას გადახედავს
ბრიტანეთის სამეფო ოჯახი უმცირესობების მიმართ პოლიტიკას გადახედავს

არსებული პროგრამები, რომლებიც სამეფო ოჯახის წევრებსა და დამხმარეებს ეთნიკური მრავალფეროვნებისათვის ყურადღების დათმობას, სხვადასხვა უმცირესობის და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მხარდაჭერას ასწავლის, არაეფექტური აღმოჩნდა და ახლა ლონდონში მისი დახვეწა სურთ. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Daily Mail ბუკინგემის სასახლეში არსებულ წყაროზე დაყრდნობით წერს.

მისი ცნობით, სამეფო ოჯახის წევრებისა და დამხმარე პერსონალისთვის სპეციალური სემინარები და ტრენინგები გაიმართება. სასწავლო პროგრამის შესადგენად გარე ექსპერტებს მოიწვევენ. ამასთან, არაა გამორიცხული, რომ ოჯახის ადმინისტრაციაში გაჩნდეს ცალკე მაღალჩინოსანი, რომელის ამგვარი საკითხებით იქნება დაკავებული.

ამასთან, წყარო აღნიშნავს, რომ ეს ინიციატივა არ უკავშირდება სკანდალს, რომელის პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ინტერვიუს შემდეგ აგორდა.

8 მარტს ოპრა უინფრისთან იტერვიუში მეგან მარკლმა სამეფო ოჯახში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა. ინტერვიუში მეგან მარკლმა სამეფო ოჯახი რასიზმში დაადანაშაულა. მისი თქმით, ოჯახის ერთ-ერთი წევრი მათი შვილის, არჩის, დაბადებამდე ღელავდა მისი კანის ფერზე და დასვა კითხვა იმასთან დაკავშირებით, რამდენად მუქი ფერის შეიძლებოდა ყოფილიყო მისი კანი, თუმცა მეგანმა სამეფო ოჯახის აღნიშნული წევრის ვინაობა არ დააკონკრეტა. თუმცა პრინცმა ჰარიმ განმარტა, რომ კითხვა არც დედოფალს და არც პრინც ჩარლზს არ დაუსვამს.

10 მარტს ბრიტანეთის სამეფო ოჯახი მეგან მარკლისა და პრინც ჰარის ინტერვიუს გამოეხმაურა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system