თავში

ბრიტანეთის სამეფო ოჯახმა სამძიმრის ვირტუალური წიგნი გახსნა

ბრიტანეთის სამეფო ოჯახმა სამძიმრის ვირტუალური წიგნი გახსნა
ბრიტანეთის სამეფო ოჯახმა სამძიმრის ვირტუალური წიგნი გახსნა

ბრიტანეთის დედოფლის ელისაბედ მეორის ქმრის, პრინც ფილიპის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ვებ-გვერდზე www.royal.uk ყველას შეუძლია, დატოვოს სამძიმართან დაკავშირებული წერილი.

"9 აპრილს ედინბურგის ჰერცოგის მისი სამეფო უდიდებულესობის პრინცი ფილიპის გარდაცვალების შემდეგ, სამეფო ოჯახმა სამძიმრის ვირტუალური წიგნი შექმნა", - ნათქვამია გამოქვეყნებულ განცხადებაში.

დედოფალ ელისაბედ II-ის მეუღლე, პრინცი ფილიპი 99 წლის ასაკში 9 აპრილს გარდაიცვალა. იგი საავადმყოფოში 17 თებერვალს მოათავსეს და გულზე ოპერაცია გაუკეთეს. დაკრძალვის ცერემონია, 17 აპრილს უინძორის სასახლის წმინდა გიორგის სამლოცველოში გაიმართება. პრინც ფილიპს, მისი უკანასკნელი სურვილის შესაბამისად, უინძორის ციხესიმაგრეში, წმინდა გიორგის სამლოცველოში, კერძო სამარხში დაკრძალავენ. ელისაბედ II-ის გარდაცვალების შემდეგ, კი მას გიორგი VI-ის მემორიალურ სამლოცველოში გადაასვენებენ და დედოფლის გვერდით დაკრძალავენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system