თავში

ბრიტანეთის სამინისტროს ვებგვერდზე პორნო იპოვეს

​ბრიტანეთის სამინისტროს ვებგვერდზე პორნო იპოვეს
ბრიტანეთის სამინისტროს ვებგვერდზე პორნო იპოვეს

გაერთიანებული სამეფოს ტრანსპორტის სამინისტროს ვებგვერდზე პორნო იპოვეს. აღმოჩენილია რესურსი, რომელიც მომხმარებლებს "ზრდასრულთა კონტენტზე" ავტომატურად ამისამართებს. ინფორმაციას Daily Mail ავრცელებს.

ამასთან, ჯერჯერობით უცნობია, ვინ დაამატა ვებგვერდს ეს ფუნქცია.

ქვედომენი charts, როგორც წესი, საზოგადოებას სამინისტროს მნიშვნელოვან სტატისტიკას და სააგენტოს ბიზნეს გეგმას აცნობს. თუმცა, ვიღაცამ გვერდი გატეხა და მომხმარებელს პორნო ვებგვერდზე ამისამართებდდა.

უცნობია, იყო თუ არა ინციდენტი დომენის მიტაცება, თუ თავდამსხმელმა DNS ჩანაწერზე წვდომის მიღება დომენის რეგისტრატორის მეშვეობით შეძლო.

თავად უწყებაში აღნიშნავენ, რომ ყველაფერი უკვე გამოსწორებულია.

"გამოყენებული იყო ტრანსპორტის სამინისტროს ვებგვერდის მიტოვებული, უმოქმედო გვერდი. არცერთი ინფორმაცია ან მონაცემი არ არის დაკარგული ან კომპრომეტირებული. მისამართი მთლიანად ამოღებულია“, - განაცხადა სამინისტროს წარმომადგენელმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system