თავში

ბრიტანეთის თემთა პალატა: სომხეთის აგრესია ყარაბაღის კონფლიქტს ამწვავებს

​ბრიტანეთის თემთა პალატა: სომხეთის აგრესია ყარაბაღის კონფლიქტს ამწვავე
ბრიტანეთის თემთა პალატა: სომხეთის აგრესია ყარაბაღის კონფლიქტს ამწვავებს

სომხეთის მხრიდან აგრესიის აქტი, რომელიც 2020 წლის 12 ივლისს მოხდა, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეიარაღებულ კონფლიქტს კიდევ უფრო ამძაფრებს, რისი მიზეზიც სომხეთის მიერ მთიანი ყარაბაღისა და 7 მიმდებარე რაიონის კონტროლია, - ამის შესახებ ნათქვამია დოკუმენტში №717 "სომხეთის აგრესია აზერბაიჯანის წინააღმდეგ", რომელიც ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატაშია წარდგენილი.

თემთა პალატა ბრიტანეთის პარლამენტს მოუწოდებს, დაგმოს სომხეთის ქმედებები, რომლებიც მშვიდობიან პროცესს აფერხებს და საერთაშორისო სამართალს, ასევე 1994 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას არღვევს.

პალატა მოუწოდებს დიდი ბრიტანეთის მთავრობას, მხარი დაუჭიროს ეუთო-ს მინსკის ჯგუფის მოწოდებას დეტალური გამოძიების ჩატარების შესახებ, რაც არ დაუშვებს, რომ არსებული სამხედრო ქმედებები ფართომასშტაბიან ომში გადაიზარდოს, ასევე დიდი ბრიტანეთის მთავრობამ უნდა მოუწოდოს აზერბაიჯანის ტერიტორიებიდან სომხური შეიარაღებული ძალების გამოყვანისკენ, როგორც ეს გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციაში აღნიშნული, რომელიც 1993 წელს მიიღეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system