თავში

ბრიტანეთის ტოქსიკური პრესა ფსიქიკას მინგრევდა - პრინცი ჰარი - VIDEO - PHOTO

​ბრიტანეთის ტოქსიკური პრესა ფსიქიკას მინგრევდა - პრინცი ჰარი
ბრიტანეთის ტოქსიკური პრესა ფსიქიკას მინგრევდა - პრინცი ჰარი - VIDEO - PHOTO

დიდი ბრიტანეთის პრინცმა ჰარიმ ამერიკული The Late Late Show-ს წამყვანთან ჯეიმს გორდენთან ინტერვიუში ბრიტანეთის დატოვებისა და აშშ-ში გადასვლის მიზეზები დაასახელა. უფლისწულის თქმით, მან ოჯახის ქვეყნიდან გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო, იმიტომ, რომ დაიღალა მათ პირად ცხოვრებაში ჩარევით, ტყუილებითა და გამოგონილი ისტორიებით, რასაც ბრიტანული ყვითელი პრესა წერდა. "მე ვიფიქრე, რომ ეს ძალიან ტოქსიკური იყო და გავაკეთე ის, რასაც ნებისმიერი მეუღლე და მამა გააკეთებდა",- განაცხადა ჰარიმ.

სამეფო ოჯახის წევრმა შოუს წამყვანთან ჯეიმს გორდენთან ლოს-ანჯელესში ტურისტებისთვის განკუთვნილი ორსართულიანი ღია ავტობუსით გაისეირნა. წამყვანი და სტუმარი ავტობუსის ღია ნაწილში, მეორე სართულზე ისხდნენ. უფლისწულმა ჰარიმ განაცხადა, რომ ის პირველად მგზავრობდა ასეთი ავტობუსით და ოცნება და აისრულა. მან მადლობა გადაუხადა ჯეიმს , რომ ლოს-ანჯელესის დათვალიერების სანსი მისცა, რადგნ მას შემდეგ, რაც აშშ-ში გადავიდა, ლოქდაუნი იყო და ამის საშუალება არ მიეცა.

პრინცმა ჰარიმ და მისმა მეუღლემ, სასექსის ჰერცოგინია მეგანმა, რომელთაც სამეფო ტიტულზე უარი თქვეს, ბრიტანეთი 2020 წლის იანვარში დატოვეს, ლოს-ანჯელესში გადავიდნენ და ახალი ცხოვრება დაიწყეს.

უფლისწულ ჰარისა და ჰერცოგინიას არა ერთი სასამართლო პროცესი აქვთ წამოწყებული ტაბლოიდების წინააღმდეგ, რომელთაგან ერთ ერთი მეგანმა უკვე მოიგო. 2019 წელს მედიამ სასექსის ჰერცოგინიას მამისადმი მიწერილი წერილი გამოაქვეყნა. წერილი ჰერცოგინიამ მამას, ტომას მარკლს, 2018 წელს, ჰარისთან ქორწინების შემდეგ მისწერა.

უფლისწული ჰარის თქმით, ისინი სინამდვილეში ოჯახიდან არსად წასულან და ყოველთვის სახელმწიფო სამსახურში იქნებიან, მაგრამ მათ დაცული პირადი სივრცე და მშვიდად ცხოვრება სურთ.

პრინც ჰარის, მეგანსა და პატარა არჩის ხშირად აქვთ ვიდეოკავშირი ბრიტანეთში ოჯახთან, დედოფალთან და პრინც ფილიპთან. ისინი ხედავენ როგორ იზრდება მათი შვილიშვილი, რომელიც მალე მარტო აღარ იქნება. პრინცმა ჰარიმ და ჰერცოგინიამ უკვე დააანონსეს, რომ მალე მეორე შვილს ელოდებიან.   

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system