
საფრანგეთისა და ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრების სამიტი გაუქმდა. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian წერს.
სამიტის გაუქმების მიზეზი აშშ-ს, ავსტრალიასა და ბრიტანეთს შორის გაფორმებული ბირთვული შეთანხმებაა, რის გამოც ავსტრალიამ საფრანგეთთან 2016 წელს დადებული შეთანხმება გააუქმა.
ასევე გაუქმდა ფრანკო-ბრიტანული საბჭოს შეხვედრაც, რომელსაც ორივე ქვეყნის შეიარაღებული ძალების მეთაურები უნდა დასწრებოდნენ.
უსაფრთხოების სფეროში ახალი პარტნიორობის შექმნის შესახებ აშშ-მა, ავსტრალიამ და ბრიტანეთმა 15 სექტემბერს განაცხადეს.