თავში

ბრიტანეთმა ლუკაშენკოს რეჟიმის წინააღმდეგ სანქციები დააწესა

​ბრიტანეთმა ლუკაშენკოს რეჟიმის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ბრიტანეთმა ლუკაშენკოს რეჟიმის წინააღმდეგ სანქციები დააწესა

ბრიტანეთის მთავრობამ, ქვეყანაში რეპრესიების და ევროკავშირის საზღვრებზე მიგრაციული კრიზისის ფონზე, ბელარუსის რეჟიმის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. ინფორმაცია ბრიტანეთის მთავრობის ვებ-გვერდზეა განთავსებული.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სასანქციო 2 დეკემბერს განაახლა. მას დაემატა სანქციები "ბელარუსკალის" წინააღმდეგ. ესაა სახელმწიფო საწარმო, რომელიც მსოფლიოში კალიუმის სასუქების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია.

აღინიშნება, რომ ის ლუკაშენკოს რეჟიმის შემოსავლისა და ვალუტის მთავარი წყაროა, რომელიც "ძირს უთხრის დემოკრატიას და კანონის უზენაესობას, ახშობს სამოქალაქო საზოგადოებას და დემოკრატიულ ოპოზიციას".

გარდა ამისა, ბრიტანეთის მთავრობამ სანქციები დაუწესა რვა პირს, რომლებიც რეპრესიებსა და ადამიანის უფლებების დარღვევაზე, ასევე პროპაგანდაზე არიან პასუხისმგებელნი. მათი აქტივები გაიყინება და ბრიტანეთში გამგზავრება აიკრძალება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system