თავში

ბრიტანეთმა რუსეთის 14 მოქალაქეს სანქციები დაუწესა

​ბრიტანეთმა რუსეთის 14 მოქალაქეს სანქციები დაუწესა
ბრიტანეთმა რუსეთის 14 მოქალაქეს სანქციები დაუწესა

დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის 14 მოქალაქე საერთაშორისო ანტიკორუფციულ სასანქციო სიაში შეიყვანა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ჯამში დიდი ბრიტანეთის ანტიკორუფციულ განახლებულ სიაში 6 ქვეყნიდან 22 ადამიანი მოხვდა.

პირებს, რომლებზეც სანქციები ვრცელდება, დიდი ბრიტანეთში შესვლა აეკრძალება და მათი აქტივები გაიყინება.

სიაში მოხვდნენ მაღალჩინოსნები, ბიზნესმენები, ბანკების მფლობელები, რომლებიც, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 2007 წლის დეკემბერში 230 მილიონი დოლარის ღირებულების სახელმწიფო ქონების უკანონო მითვისების კორუფციულ სქემაში მონაწილეობდნენ.

შეგახსენებთ, ბოლო პერიოდში რუსეთსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დაიძაბა. რუსი დიპლომატები გააძევეს აშშ-დან, ჩეხეთიდან, პოლონეთიდან, სლოვაკეთიდან, ლიეტუვიდან, ლატვიიდან და ესტონეთიდან, ასევე რუმინეთიდან და იტალიიდან. რუსეთმა ამას სარკისებრი ნაბიჯებით უპასუხა და ამ ქვეყნების დიპლომატები პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system