თავში

ბრიტანეთმა საფრანგეთთან დავა მოაგვარა

​ბრიტანეთმა საფრანგეთთან დავა მოაგვარა
ბრიტანეთმა საფრანგეთთან დავა მოაგვარა

დიდმა ბრიტანეთმა თევზჭერასთან დაკავშირებით წარმოქმნილი დავა საფრანგეთთან მოაგვარა და კუნძულ ჯერსის ტერიტორიიდან გემები გაჰყავს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ჯერსის წყლებში თევზაობასთან დაკავშირებით ფრანგი მეთევზეების პროტესტის დასრულების შემდეგ ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ფლოტის ორი ხომალდი უკან დასაბრუნებლად ემზადება.

ბრიტანეთის ხელისუფლების განცხადებით პრობლემა ამ ეტაპზე გადაჭრილია, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში ლონდონი ჯერსის დასახმარებლად მზად არის.

დაძაბულობა ორ სახელმწიფოს შორის მას შემდეგ წარმოიქმნა, რაც საფრანგეთი გაერთიანებული სამეფოს კუთვნილ კუნძულს ელექტრომომარაგების შეწყვეტით დაემუქრა. პარიზმა ამ გზით ბრექსითის შემდეგ თევზჭერის პირობებში შესული ცვლილებები გააპროტესტა. ლონდონმა პარიზის მუქარის პასუხად ლა-მანშის სრუტეში კუნძულ ჯერსისთან ორ საპატრულო გემი გაგზავნა.

დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის ყველანაირი ფორმალური პროცესი დასრულებულია. 2021 წლის 1 იანვარს ბრექსითის 11 თვიანი გარდამავალი პერიოდი დასრულდა. პირველი მაისიდან კი ლონდონსა და ბრიუსელს შორის ორმხრივი ურთიერთობის ხელშეკრულება ამოქმედდა.

5 მაისს ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეპ ბორელმა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა ლონდონი ევროკავშირის მუდმივი წარმომადგენლობის შექმნის შესახებ განაცხადეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system