თავში

ბრიტანეთმა "წითელ სიას" ოთხი ქვეყანა დაამატა

ბრიტანეთმა "წითელ სიას" ოთხი ქვეყანა დაამატა
ბრიტანეთმა წითელ სიას ოთხი ქვეყანა დაამატა

დიდი ბრიტანეთი ვიზიტორებს ბანგლადეშიდან, კენიიდან, ფილიპინებიდან და პაკისტანიდან ქვეყანაში არ შეუშვებს. ოთხივე ქვეყანა 9 აპრილიდან წითელ სიაში იქნება შეყვანილი. საზღვრის გადაკვეთის უფლება ამ ქვეყნიდან ჩასულ მხოლოდ ბრიტანეთისა და ირლანდიის მოქალაქეებს ექნებათ, თუმცა მათ 10 დღიანი საგანგებო კარანტინის გავლა მოუწვეთ.

ბრიტანეთში მოგზაურობაზე აკრძალვა უკვე ვრცელდება სამხრეთ აფრიკის, ახლო აღმოსავლეთისა და სამხრეთ ამერიკის 30-მდე ქვეყანაზე. საუბარი იყო წითელ სიაში ევროპის რამდენიმე ქვეყნის შეყვანაზეც, თუმცა ლონდონმა საბოლოოდ ამ გადაწყვეტილებისგან თავი შეიკავა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system