თავში

ბრიტანეთს პირველი პარაშუტისტ-მედესანტე ქალი ჰყავს

​ბრიტანეთს პირველი პარაშუტისტ-მედესანტე ქალი ჰყავს
ბრიტანეთს პირველი პარაშუტისტ-მედესანტე ქალი ჰყავს

ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების ისტორიაში პირველად, ქალმა პარაშუტისტ-მედესანტეთა ბატალიონის კურსი გაიარა და ბორდოსფერი ბერეტი მიიღო. ამის შესახებ The Times წერს.

28 წლის კაპიტანმა, როზი უალდმა 21-კვირიანი კურსი დაასრულა, რომელიც 8 ურთულესი გამოცდით დასრულდა. ქალმა 8-ვე წარმატებით გადალახა. მათ შორის იყო "ფიზიკური კონტროლირებადი აგრესიის" 60 წამი, რომლის დროს მისი მოწინააღმდეგე იგივე წონის და სიმაღლის მქონე მამაკაცი იყო. ამ გამოცდის დროს მოწინააღმდეგეები ერთმანეთს ურტყამენ ისე, რომ თავს არ იცავენ. ამით ახალწვეულები სიმამაცესა და საბრძოლო სულისკვეთებას ამოწმებენ.

ამიერიდან უალდი მე-16 საჰაერო-სადესანტო ბრიგადის მხარდაჭერის ძალებში იმსახურებს.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლიდან ბრიტანეთში ქალებს ჯარების ნებისმიერ დანაყოფში მსახურების უფლება აქვთ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system