თავში

ბრიტანეთში 5000 წითელი სატელეფონო ჯიხურის გადარჩენა იგეგმება

​ბრიტანეთში 5000 წითელი სატელეფონო ჯიხურის გადარჩენა იგეგმება
ბრიტანეთში 5000 წითელი სატელეფონო ჯიხურის გადარჩენა იგეგმება

ბრიტანულმა ტელეკომუნიკაციების მარეგულირებელმა Ofcom-მა გამოაცხადა, რომ British Telecom-ს, ქუჩის 5000 სატელეფონო ჯიხურის დემონტაჟს აუკრძალავს. ინფორმაციას Mailplus ავრცელებს.

მათი შენარჩუნება მარეგულირებლის 4 პირობიდან, სულ მცირე, ერთის შესასრულებლად არის აუცილებელი.

ჯიხური უნდა იყოს განთავსებული იქ, სადაც ხშირად ხდება ავარიები, უბედური შემთხვევები ან თვითმკვლელობები.

ჯიხურის დემონტაჟი იკრძალება, თუ ბოლო 12 თვეში აქედან, სულ მცირე, 52 გამოძახება დაფიქსირდა. ანუ ის კონკრეტულ ტერიტორიაზე საჭიროა.

ის შენარჩუნდება, თუ იქ, სადაც ის დამონტაჟებულია, ფასიანი ტელეფონიდან დარეკვის აუცილებლობას ზოგიერთი განსაკუთრებული პირობები კარნახობს. და ბოლოს, ის შენარჩუნდება, თუ ოთხივე ძირითადი მობილური ოპერატორის სიგნალი ამ ტერიტორიაზე ცუდია.

Ofcom-ში აღნიშნეს, რომ თუ ეს პირობები ოფიციალურად რომ არ ყოფილიყო ჩამოყალიბებული, ბევრი ნამდვილად საჭირო ჯიხური გაქრებოდა.

ადრე BT-ს ქვეყნის მასშტაბით 92 000 სატელეფონო ჯიხური ჰქონდა, ახლა მათი რიცხვი დაახლოებით 21 000-ია. კომპანია ნელ-ნელა მათზე უარს ამბობს, რადგან ზრდასრულ ბრიტანელთა 96%-ს საკუთარი მობილური ტელეფონი აქვს.

ამასთან, 2019 წლის მაისიდან 2020 წლის მაისამდე, ბრიტანეთში სატელეფონო ჯიხურებიდან განხორციელდა დაახლოებით 150,000 ზარი სასწრაფო დახმარების სამსახურში და კიდევ 25,000 ბავშვთა დახმარების ხაზზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system