თავში

ბრიტანეთში აგვისტოდან COVID-19-ის გავრცელება შეწყდება

ბრიტანეთში აგვისტოდან COVID-19-ის გავრცელება შეწყდება
ბრიტანეთში აგვისტოდან COVID-19-ის გავრცელება შეწყდება

ბრიტანეთში კორონავირუსი ცირკულაციას, სავარაუდოდ, აგვისტოში შეწყვეტს. ამის შესახებ ბრიტანეთში ვაქცინაციაზე პასუხისმგებელი ჯგუფის ხელმძღვანელმა, კლივ დიქსმა განაცხადა. 

კლივ დიქსმა The Telegraph-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მოსახლეობა დაავადებისგან სრულად დაცული რამდენიმე თვეში იქნება. 

მეცნიერმა აღნიშნა, რომ ვაქცინაციამ უნდა უზრუნველყოს ადეკვატური დაცვა როგორც კოვიდის თავდაპირველი შტამის, ასევე დაავადების ყველა ცნობილი ვარიანტისგან. მისივე თქმით, დიდი ბრიტანეთში ივლისის ბოლოს მოქალაქეთა უმეტესობა მინიმუმ ერთი დოზით იქნება აცრილი.

დიდი ბრიტანეთის  მოსახლეობის თითქმის ორმა მესამედმა, 51 მილიონმა ადამიანმა, უკვე მიიღო ვაქცინის პირველი დოზა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system