თავში

ბრიტანეთში ბავშვს კოკაინით სავსე Lego აჩუქეს

​ბრიტანეთში ბავშვს კოკაინით სავსე Lego აჩუქეს
ბრიტანეთში ბავშვს კოკაინით სავსე Lego აჩუქეს

დიდი ბრიტანეთში პატარა ბიჭის დედამ აღმოაჩინა, რომ Lego Duplo-ს ნაკრებში, რომელის მის შვილს დაბადების დღეზე აჩუქეს, ერთი კილოგრამი კოკაინი იყო დამალული. ინფორმაციას ამის შესახებ Liverpool Echo ავრცელებს.

ნაკროტიკები კონსტრუქტორის ყუთში ფლოტი ორი 28 წლის ყოფილი თანამშრომლის წყალობით მოხვდა. მამაკაცებმა საბავშვო სათამაშოების სახით ნარკოტრაფიკის ორგანიზება მოახდინეს. ძირითადად სათამაშოებში კოკაინი, ჰეროინი, მდმა და კანაბისი ნიდერლანდებიდან მთელ ბრიტანეთში ვრცელდებოდა. ბოროტმოქმედები რამდენიმე თვეში მილიონების შოვნას გეგმავდნენ.

დაკავებულის დედის სახლში Lego-ს 4 კოლოფი აღმოაჩინეს. 4-ვე ნარკოტიკებით იყო სავსე. აღმოჩნდა, რომ დანაშაულებრივ სქემაში ნარკოდილერების ნათესავებიც მონაწილეობდნენ. დედა და 6 სხვა ადამიანი დაკავებულია.

ხანდახან ამანათებს მათი მეზობელიც იღებდა, თუმცა მან არ იცოდა, რომ იქ ნარკოტიკი იყო. ერთ-ერთ ჯერზე მან Lego-ს ყუთი შეინახა, თუმცა რეიდების გამო, მამაკაცს ის არ წაუღია. რამდენიმე კვირაში ქალის ვაჟის მეგობარმა გოგონამ განაცხადა, რომ მეგობრის შვილის დაბადების დღეზე მიდის, მაგრამ საჩუქარი არ აქვს. ქალმა მას Lego-ს წაღება შესთავაზა, რომელსაც არავინ მოაკითხა.

ასე მოხვდა ნარკოტიკებით სავსე Lego პატარა ბავშვთან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system