თავში

ბრიტანეთში, COVID-19-ის ახალი შტამის გამო, სიკვდილიანობის ზრდას ვარაუდობენ

​ბრიტანეთში, COVID-19-ის ახალი შტამის გამო, სიკვდილიანობის ზრდას ვარაუ
ბრიტანეთში, COVID-19-ის ახალი შტამის გამო, სიკვდილიანობის ზრდას ვარაუდობენ

ბრიტანელი მეცნიერების პროგნოზით, კორონავირუსის ახალი შტამის გამო, რომელიც 56%-ით უფრო გადამდებია, ქვეყანაში სიკვდილიანობის ზრდაა მოსალოდნელი. ამის შესახებ გამოცემა DW წერს.

გამოცემის ცნობით, ბრიტანელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ახალი შტამი, სახელწოდებით VOC 202012/0,  2021 წლისათვის საავადმყოფოების გადატვირთვას გამოიწვევს, შედეგად COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი უფრო მეტი იქნება, ვიდრე 2020 წელს. 

მეცნიერთა აზრით, ახლად შემოღებული შეზღუდვები ვერ შეძლებს კორონავირუსის ახალი შტამის შეჩერებას. 

ამასთან, გამოცემა აღნიშნავს, რომ მეცნიერებს ამ დრომდე არ აქვთ იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ კორონავირუსის ახალი შტამი დაავადების უფრო მძიმე ფორმას იწვევს. 

ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორის ჰანს კლუგეს განცხადებით, კორონავირუსის ახალი შტამი ევროპის რვა ქვეყანაში დაფიქსირდა.

შეგახსენებთ, ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი სახეობა აღმოაჩინეს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დაადასტურა, რომ COVID-19-ის ახალი შტამი, რომელიც დიდ ბრიტანეთში აღმოაჩინეს, უფრო გადამდებია. ხოლო, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ მუტირებული ვირუსი 70%-ით უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე თავდაპირველი შტამი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system