თავში

ბრიტანეთში COVID-19-ის ბრაზილიური შტამი დაფიქსირდა

ბრიტანეთში COVID-19-ის ბრაზილიური შტამი დაფიქსირდა
ბრიტანეთში COVID-19-ის ბრაზილიური შტამი დაფიქსირდა

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის ბრაზილიური შტამით ინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian წერს.

ბრაზილიური შტამით ინფიცირების სამი შემთხვევა ინგლისში გამოვლინდა, ხოლო კიდევ სამი - შოტლანდიაში.

გამოცემის ცნობით, არსებობს რისკი, რომ არსებული ვაქცინები ახალი შტამის მიმართ შესაძლოა ნაკლებად ეფექტური იყოს.

ჯერჯერობით არ გვაქვს რაიმე რწმუნებულება, რომ ვაქცინა სამხრეთ აფრიკული და ბრაზილიური შტამის წინააღმდეგაც ასეთივე ეფექტურია, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ჩვენს მიერ მიღებული ზომები ქვეყანაში ახალი შტამის გავრცელებას შეამცირებს", - განაცხადა გასულ კვირას ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანმა, მეთ ჰენკოკმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system