თავში

ბრიტანეთში COVID-19-ზე 20 მილიონი ადამიანია აცრილი

ბრიტანეთში COVID-19-ზე 20 მილიონი ადამიანია აცრილი
ბრიტანეთში COVID-19-ზე 20 მილიონი ადამიანია აცრილი

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსზე ვაქცინაცია უკვე 20 მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian წერს.

გამოცემის ცნობით, ვაქცინირებულთა 4%-მა, დაახლოებით 770,000-მა პირმა უკვე მიიღო ვაქცინის მეორე დოზაც. 

შესაბამისად, მას შემდეგ, რაც 8 დეკემბერს ქვეყანაში ვაქცინაციის კამპანია დაიწყო, ბრიტანეთის მოსახლეობის 1.1% კორონავირუსზე სრულად არის აცრილი.

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსი 4 170 519 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 122 705 ინფიცირებული გარდაიცვალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system