
ბრიტანეთის პოლიციამ კორონავირუსის გავრცელების გამო დაწესებული შეზღუდვების დარღვევისთვის 104 პირი დააკავა.
"ხალხმა არჩია ახალი რეგულაციების უგულებელყოფა, მათი მხრიდან ეს უპასუხისმგებლო და სახიფათო საქციელია. 100-ზე მეტი ადამიანი დააპატიმრეს და მათ თავიანთი საქციელის გამო პასუხი უნდა აგონ. ჩვენ ღამით პატრულირებას განვაგრძობთ და დარწმუნებულები ვართ, რომ კიდევ ბევრ ადამიანს დავაკავებთ", - განაცხადეს პოლიციაში.
დაკავებები მას შემდეგ განხორციელდა, რაც ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა ქვეყანაში რეგულაციები შემოიღო. მან კორონავირუსის რაიოდენობის მკვეთრი ზრდის გამო ხალხს სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.
თეკო გიორგაძე
ავტორი