თავში

ბრიტანეთში ექიმების ვაქციანცია სავალდებულო გახდა

ბრიტანეთში ექიმების ვაქციანცია სავალდებულო გახდა
ბრიტანეთში ექიმების ვაქციანცია სავალდებულო გახდა

2022 წლის 1 აპრილამდე დიდ ბრიტანეთში ჯანდაცვის ეროვნული სისტემის (NHS) ყველა თანამშრომელს  კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის გაკეთება მოუწევს. ამის შესახებ სამეფოს ჯანდაცვის მინისტრმა, საჯიდ ჯავიდმა თემთა პალატაში გამოსვლისას განაცხადა.

„ყველა, ვინც მუშაობს NHS-ში და სოციალურ სამსახურში, უნდა იყოს აცრილი. ჩვენ თავიდან უნდა ავიცილოთ  ზიანი და დავიცვათ პაციენტები, დავიცვათ კოლეგები და, რა თქმა უნდა, დავიცვათ საკუთარი თავი“, -  განაცხადა მინისტრმა.

ჯავიდის თქმით, ბრიტანეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 100 ათას სამედიცინო მუშაკს ჯერ კიდევ არ გაუკეთებია.

ბრიტანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში 50,2 მილიონზე მეტი ადამიანია ვაქცინირებული. მათ შორის, 45,8 მილიონზე მეტი პირმა უკვე მიიღო ვაქცინის ორივე დოზა, 10,5 მილიონზე მეტმა კი -  ბუსტერული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system