თავში

ბრიტანეთში G7-ის შეხვედრის შემდეგ ინდოელ დელეგატებს COVID-19 დაუდასტურდათ

ბრიტანეთში G7-ის შეხვედრის შემდეგ ინდოელ დელეგატებს COVID-19 დაუდასტურდათ
ბრიტანეთში G7-ის შეხვედრის შემდეგ ინდოელ დელეგატებს COVID-19 დაუდასტურდათ

ლონდონში საგარეო საქმეთა მინისტრების ჯგუფის (G7) შეხვედრის შემდეგ ოფიციალური პირები კორონავირუსის შიშმა მოიცვა, მას შემდეგ, რაც ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და მისმა მთელმა გუნდმა განაცხადეს, რომ ისინი თვითიზოლაციაში გადავიდნენ, რადგან დელეგაციის ორი წევრი ვირუსზე დადებითი აღმოჩნდა. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters ავრცელებს.

ბრიტანეთი მასპინძლობს სამდღიან შეხვედრას - G7-ს და ინდოეთი, რომელიც ამჟამად COVID-19-ის შემთხვევების რეკორდული რაოდენობით გამოირჩევა.

”გუშინ საღამოს შემატყობინეს კორონავირუსის დადებითი შემთხვევების შესახებ. გადავწყვიტე ჩემი საქმიანობა ვირტუალურ რეჟიმში განმეხორციელებინა. ასე იქნება დღეს G7-ის შეხვედრის შემთხვევაშიც", - განაცხადა ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

"ჩვენ ღრმად ვწუხვართ, რომ ინდოეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ვერ შეძლებს დღეს პირადად დაესწროს შეხვედრას. სწორედ ამიტომ, ჩვენ შევქმენით მკაცრი COVID-ის პროტოკოლები და ყოველდღიური ტესტირების რეჟიმი", - განაცხადა ბრიტანელმა დიპლომატმა.

ცნობილია რომ ინდოეთი G7-ის წევრი არ არის, მაგრამ ბრიტანეთმა ავსტრალიასთან, სამხრეთ აფრიკასთან და სამხრეთ კორეასთან ერთად შეხვედრაზე ისიც მიიწვია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system