თავში

ბრიტანეთში ქაღალდის ბანკნოტს 2022 წლისთვის მიმოქცევიდან ამოიღებენ

ბრიტანეთში ქაღალდის ბანკნოტს 2022 წლისთვის მიმოქცევიდან ამოიღებენ
ბრიტანეთში ქაღალდის ბანკნოტს 2022 წლისთვის მიმოქცევიდან ამოიღებენ

ინგლისის ბანკმა ახალი 50 გირვანქა სტერლინგის ბანკნოტი მიმოქცევაში ჩაუშვა.  50 ფუნტიან ბანკნოტზე მათემატიკოსი ალან ტურინგია გამოსახული.

ახალ ბანკნოტზე განთავსებულია ორი ფანჯარა და ორი ფერის ნიშანი, რაც გაყალბებას კიდევ უფრო ართულებს. მასზე ასევე დატანილია ჰოლოგრამული გამოსახულება, რომელიც იცვლება სიტყვებს: "ორმოცდაათსა" და "ფუნტს" შორის. გარდა ამისა, ვალუტაზე დატანილი სპეციალური ნიშანი მხედველობა დაქვეითებულთათვის მის იდენტიფიცირებას გაამარტივებს. 

ეს ბანკნოტი ინგლისის ბანკში ბოლოა, რომელიც ქაღალდიდან პოლიმერზე გადავა.

ჩვეულებრივი ქაღალდის ფული ბრიტანეთში 2022 წლამდე იმოქმედებს, შემდეგ კი ძალას დაკარგავს. 

მანამდე, ბრიტანეთში 10 გირვანქა სტერლინგის ახალი ბანკნოტი გამოუშვეს, რომელზეც მწერალი ჯეინ ოსტინია გამოსახული. როგორც ბრიტანეთის ცენტრალური ბანკი განმარტავს, ეს პირველი ბანკნოტია, რომელზეც მხედველობადაქვეითებულებისთვის სპეციალური ტაქტილური ელემენტებია დატანილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system